среда, 29 февраля 2012 г.

თამარ მეფის საქართველოდან დღემდე


1.პროექტის სახელწოდებათამარ მეფის საქართველოდან დღემდე .
2.პროექტის მთავარი იდეამოსწავლეები უკეთ გაიცნობენ საქართველოს ისტორიას.განსაკუთრებით კი 12 საუკუნეს,რომელიც საქართველოსთვის იყო ეკონომიური,პოლიტიკური,კულტურული და ზნეობრივი აყვავება–აღზევების ხანა. შეძლებენ ჩასწვდნენ საქართველოს უმშვენიერესი წმინდანი მეფის –თამარის უკეთილშობილეს სულს.
3.პროექტის  აქტუალობასაქართველოს ერთიანობა დარღვეულია და საქართველოს ტერიტორიები მიტაცებული.ყოველი ქართველისათვის საინტერესო და ყურადსაღებია,როგორ შეძლო 18 წლის გოგონამ ურთულეს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ასე წარმატებით გარკვევა,შინაურთა ინტრიგებისა და გარეშე მტერთა თვალთმაქცობისაგან თავის დაღწევა და საქართველოს გაერთიანება ისე,რომ მისთვის ეწოდებინათ,,მეფე აფხაზთა,ქართველთა,რანთა და სომეხთა,შირვანშაჰ და შაჰინშაჰ და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთის თვითმფლობელობით მპყრობელი.
4.პროექტის  მიზნებიმოსწავლეები ამ პროექტით უფრო ღრმად ჩასწვდებიან საქართველოს ისტორიის იმ მონაკვეთს, რომლითაც ამაყობდნენ ჩვენი წინაპრები,ჩვენი თანამედროვენი და,ალბათ,მომავალი თაობაც იამაყებს.გაიგებენ,როგორი იყო მათი დიდებული წინაპარი,დავით აღმაშენებლის შვილთაშვილი,მეფე გიორგი მესამის ულამაზესი ასული,ძლევამოსილი სარდლის დავით სოსლანის ღირსეული თანამეცხედრე მეფე თამარი.
5.მონაწილეთა ასაკი:12–13 წელი.1 თვე.
6.პროექტის ხანგრძლივობა :ერთი თვე
7.მოსალოდნელი  ედეგებიმოსწავლეები უკეთ ჩასწვდებიან მშობლიური ისტორიის არსს.უფრო მეტად გაუღვივდებათ პატრიოტიზმის გრძნობა და გაუმძაფრდებათ ეროვნული თვითშეგნება.გაიცნობენ როგორც ქართული კლასიკური პოეზიის შედევრებს, ისე ხალხური პოეზიის მარგალიტებს.შექმნიან ელექტრონულ რესურსებს.მოძიებული მასალებით შეძლებენ ბუკლეტების შექმნას(თამარ მეფის საქართველოდან დღემდე).მოძიებული მასალებით  მოაწყობენ ფოტოგამოფენას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსებიისტ–ის კაბინეტი,ბიბლიოთეკა,ფოტოაპარატი,წიგნები,რვეულები,კალმები და ფლომასტერები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
აქტივობა1მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისათვის იდეის მიწოდება.
აქტივობა 2ორგანიზაციული საკითხების მოგვარება და სამუშაოს  გადანაწილება.
აქტივობა3მოსწავლეთა თითოეული ჯგუფი იწყებს:მასალის  მოძიებას, ცოდნის გაღრმავებას, გარკვეული კუთხით ინტელექტის ამაღლებას.
აქტივობა4პრეზენტაცია.
აქტივობა5პრეზენტაციისა და  განხორციელებული სამუშაოს ამსახველი მასალების განთავსება ბლოგზე და გაცნობა აუდიტორიისათვის.
10.საგნებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი–ქართული ენა,ისტ–ი,საქ.ისტორია.
მოსწავლეები ,ეროვნულ  სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ჩასწვდებიან საქართველოს ისტორიის გარკვეული მონაკვეთის არსს.დაუკავშირებენ საქართველოს ისტორიას და მშობლიურ ლიტერატურას,ვინაიდან საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი ბრწყინვალედაა ასახული როგორც კლასიკურ,ისე ხალხურ პოეზიასა და ლიტერატურაში.
11.პროექტის  ხელმძღვანელი: ნანა ბირკაია –– წყემის საჯარო სკოლა.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა––nana.birkaia@gmail.com
13.ბლოგის მისამართი:nbirkaia.blogspot.com