среда, 29 февраля 2012 г.

თამარ მეფის საქართველოდან დღემდე


1.პროექტის სახელწოდება–თამარ მეფის საქართველოდან დღემდე .
2.პროექტის მთავარი იდეა–მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ საქართველოს ისტორიას.განსაკუთრებით კი 12 საუკუნეს,რომელიც საქართველოსთვის იყო ეკონომიური,პოლიტიკური,კულტურული და ზნეობრივი აყვავება–აღზევების ხანა. შეძლებენ ჩასწვდნენ საქართველოს უმშვენიერესი წმინდანი მეფის –თამარის უკეთილშობილეს სულს.
3.პროექტის  აქტუალობა–საქართველოს ერთიანობა დარღვეულია და საქართველოს ტერიტორიები მიტაცებული.ყოველი ქართველისათვის საინტერესო და ყურადსაღებია,როგორ შეძლო 18 წლის გოგონამ ურთულეს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ასე წარმატებით გარკვევა,შინაურთა ინტრიგებისა და გარეშე მტერთა თვალთმაქცობისაგან თავის დაღწევა და საქართველოს გაერთიანება ისე,რომ მისთვის ეწოდებინათ,,მეფე აფხაზთა,ქართველთა,რანთა და სომეხთა,შირვანშაჰ და შაჰინშაჰ და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთის თვითმფლობელობით მპყრობელი.
4.პროექტის  მიზნები–მოსწავლეები ამ პროექტით უფრო ღრმად ჩასწვდებიან საქართველოს ისტორიის იმ მონაკვეთს, რომლითაც ამაყობდნენ ჩვენი წინაპრები,ჩვენი თანამედროვენი და,ალბათ,მომავალი თაობაც იამაყებს.გაიგებენ,როგორი იყო მათი დიდებული წინაპარი,დავით აღმაშენებლის შვილთაშვილი,მეფე გიორგი მესამის ულამაზესი ასული,ძლევამოსილი სარდლის დავით სოსლანის ღირსეული თანამეცხედრე მეფე თამარი.
5.მონაწილეთა ასაკი:12–13 წელი.–1 თვე.
6.პროექტის ხანგრძლივობა :ერთი თვე
7.მოსალოდნელი  შედეგები–მოსწავლეები უკეთ ჩასწვდებიან მშობლიური ისტორიის არსს.უფრო მეტად გაუღვივდებათ პატრიოტიზმის გრძნობა და გაუმძაფრდებათ ეროვნული თვითშეგნება.გაიცნობენ როგორც ქართული კლასიკური პოეზიის შედევრებს, ისე ხალხური პოეზიის მარგალიტებს.შექმნიან ელექტრონულ რესურსებს.მოძიებული მასალებით შეძლებენ ბუკლეტების შექმნას(თამარ მეფის საქართველოდან დღემდე).მოძიებული მასალებით  მოაწყობენ ფოტოგამოფენას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები–ისტ–ის კაბინეტი,ბიბლიოთეკა,ფოტოაპარატი,წიგნები,რვეულები,კალმები და ფლომასტერები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
აქტივობა1–მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისათვის იდეის მიწოდება.
აქტივობა 2–ორგანიზაციული საკითხების მოგვარება და სამუშაოს  გადანაწილება.
აქტივობა3–მოსწავლეთა თითოეული ჯგუფი იწყებს:მასალის  მოძიებას, ცოდნის გაღრმავებას, გარკვეული კუთხით ინტელექტის ამაღლებას.
აქტივობა4–პრეზენტაცია.
აქტივობა5–პრეზენტაციისა და  განხორციელებული სამუშაოს ამსახველი მასალების განთავსება ბლოგზე და გაცნობა აუდიტორიისათვის.
10.საგნებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი–ქართული ენა,ისტ–ი,საქ.ისტორია.
მოსწავლეები ,ეროვნულ  სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ჩასწვდებიან საქართველოს ისტორიის გარკვეული მონაკვეთის არსს.დაუკავშირებენ საქართველოს ისტორიას და მშობლიურ ლიტერატურას,ვინაიდან საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი ბრწყინვალედაა ასახული როგორც კლასიკურ,ისე ხალხურ პოეზიასა და ლიტერატურაში.
11.პროექტის  ხელმძღვანელი: ნანა ბირკაია –– წყემის საჯარო სკოლა.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა––nana.birkaia@gmail.com
13.ბლოგის მისამართი:nbirkaia.blogspot.com

среда, 26 октября 2011 г.




 1.პროექტის სახელწოდება:
ქართველი ცისფერყანწელები და რუსი პოეტები.
2.პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ და შეისისხლხორცებენ იმ ისტორიულ–კულტურულ ურთიერთობებს,რომელიც ცისფერყანწელთა და მათ თანამედროვე რუს პოეტებს შორის სუფევდა.
3.პროექტის აქტუალობა:
რუსეთ–საქართველოს დღევანდელი ურთიერთობის ფონზე,რბილად რომ ვთქვათ,მოსწავლეებს გაუნელდათ რუსული ენისა და ლიტერატურის  შესწავლის  ინტერესი.ჩვენ მოსწავლეებს უნდა გავაცნოთ აქამდე მოტანილი კულტურულ–ლიტერატურული ურთიერთობა რუს და ქართველ ინტელიგენციას შორის.საუბარია მარადიულ ღირებულებებზე,რომელიც პოლიტიკას არ ემორჩილება და არც უნდა განიცდიდეს პოლიტიკის გავლენას.
4.პროექტის მიზნები
მოსწავლეები ამ პროექტით  გაიგებენ,თუ როგორი ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ქართველ ცისფერყანწელებსა და რუს პოეტებს.წაიკითხავენ მათი მეგობრობის,სიყვარულისა და ერთგულების ისტორიებს.გაცნობილი ისტორიებით მივლენ იმ დასკვნამდე,რომ ისტორიულ–ლიტერატურული ურთიერთობები მარადიულ ღირებულებებს  მიეკუთვნებიან,ხოლო პოლიტიკა ცვალებადია და შორს დგას იმ ხელშეუხებელი გრძნობებისაგან,რასაც სიყვარული და მეგობრობა ჰქვია.
5.მონაწილეთა ასაკი:
14–15 წელი.
6.პროექტის ხანგრძლივობა:
3 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები უკეთ შეიცნობენ რუსულ–ქართული ურთიერთობის ფესვებს,უფრო ღრმად ჩასწვდებიან მარადიული ღირებულებების არსს.შექმნიან ელექტრონულ რესურსებს.მოძიებული მასალით შეძლებენ ბუკლეტების შექმნას(ქართველი ცისფერყანწელები და მათი მეგობარი რუსი პოეტები).მოძიებული მასალით მოაწყობენ ფოტო–გამოფენას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ისტ–ის კაბინეტი,ბიბლიოთეკა,ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა,წიგნები,ფერადი ქაღალდები,რვეულები,კალმები და ფლომასტერები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
აქტივობა1:
მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა.
აქტივობა2:
ორგანიზაციული საკითხების მოგვარება და ფუნქციების გადანაწილება მოსწავლეთა შორის.
აქტივობა3:
მოსწავლეთა თითოეული ჯგუფი იწყებს:ა)დავალების  შესრულებას.ბ)მასალის მოძიებას.გ)ცოდნის გაღრმავებას.დ)ვიდეო,აუდიო და ფოტო–მასალის მოპოვება–გამოყენებას და შესაბამისად,ხდება ინტელექტის ამაღლება.
აქტივობა4
პრეზენტაცია.
აქტივობა 5:
პრეზენტაციების და განხორციელებული სამუშაოს ამსახველი მასალების გამოქვეყნება ბლოგზე და გაცნობა აუდიტორიისათვის.
10.საგნებთან(საგნობრივ ჯგუფთან),ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
რუსული  ენა,ქართული ენა,ისტ–ი.
მოსწავლეები ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით კომუნიკაციის წარმართვისათვის იყენებენ აუცილებელ რესურსებს,ამოიცნობენ უცხო კულტურისათვის დამახასიათებელი ქცევის ეტიკეტს,ეფექტურად გამოიყენებენ სახელმძღვანელოს რესურსებს(ლექსიკონი,სტრუქტურული ნიმუშები,ილუსტრაციები და სხვა).მოიძიებენ ინფორმაციას როგორც სკოლაში,ისე სკოლის გარეთ მისაწვდომ რესურსებში(სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები,მასწავლებელი,კომპეტენტური პირი,ინტერნეტი და სხვა).
11პროექტის ხელმძღვანელი:
ნანა ბირკაია
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:n.birkaia.blogspot.com